სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა პროგრამები ამოქმედდება საქართველოში 1-ლი სექტემბრიდან

დღეიდან კომპანიები, რომლებსაც ექსპორტის განვითარებისა და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვთ, პირველად შეძლებენ კომბინირებული დახმარებით ისარგებლონ.

პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ერთდროულად მიიღონ, სესხის პროცენტის თანადაფინანსება, 60%-მდე თანაგარანტირება ბანკში და გრანტი, რომელიც სესხის 15 პროცენტის ოდენობით გაიცემა.

ამასთან, დღეიდან ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100