სინოპტიკოსები: ამაღამ თბილისში მოთოვს
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრად ამინდებს გამოიწვევს, კვირას დილიდანვე დაწყებული აციება კი იმაზე მეტყველებს, რომ, დიდი ალბათობით, ამაღამ ან ორშაბათს საღამოს თბილისში მოთოვს, - აცხადებენ ქართველი სინოპტიკოსები. მათი თქმით, ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით დაეცემა და მთაში ყინვებია მოსალოდნელი. „უამინდობა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება, 9 ნოემბერს, ღამით კი გამოიდარებს“, - აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგები.
კომენტარი