სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ ჩუქნის ნინიკო ნაცარიშვილს თაიგულებს?

ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზესი თაიგულის ფოტოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნინიკოს გულის მოგებას უკვე ცდილობენ. თუმცა, უცნობია შეყვარებულია თუ არა ამჟამად მოდელი.

შეგახსენებთ, რომ გოგონა საზოგადოების ინტერესის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ლევან ჯიბღაშვილზე დაინიშნა. წყვილმა სულ რამდენიმე თვეში დაქორწინება გადაწყვიტა, ჯიბღაშვილმა ნინიკო არაერთ გადაცემაში ატარა, გააცნო ყველას. თუმცა, მაშინ როდესაც საზოგადოება მათი ქორწილისთვის ემზადებოდა, სრულიად მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თანაც ისე, რომ არცერთ მხარეს დაშორებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა ხმები, რომ ნინიკოს გული სხვა ბიჭმა მოიგო. "დრონი.ჯი"-ს ექსკლუზიური ინფორმაციით კი, გოგონამ ლევანი სიმპატიური თურქი ბიზნესმენის გამო მიატოვა (სტატია იხილეთ აქ).

მას შემდეგ კი, რაც ეს ამბავი ჯიბღაშვილმა გაიგო, ნაცარიშვილს ბათუმის ბულვარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჩანს, ეს ჭორი სიმართლეს მოკლებული არაა, რადგანაც ნინიკომ რამდენიმე დღის წინ მსახიობის ვიდეო გააზიარა. გადაცემაში ჯიბღაშვილი ქალთა მიმართ ძალადობას გმობდა. ნაცარიშვილისთვის კი ლევანის ეს განცხადება განაღიზიანებელი აღმოჩნდა: "სამწუხარო ფაქტია,რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს:) ეს მოლაპარაკე ე.წ მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს,რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს,თორემ)))" - წერდა ნინიკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100