სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ“ (ვიდეო)

,,მე, როგორც პრეზიდენტი მთლიანად ვემიჯნები პრემიერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული ქმედებების დაწყება, მე ერთი წუთითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელწმიფოებრიობის შერყევა და ეს ყველაფერი პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მე გული მტკივა, რომ საქმე ეხება არა ჩემს პიროვნებას, ეს მეასეხარისხოვანია, არამედ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველას გვმართებს დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს მომავალში".

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღევანდელი მოვლენები 1921 წელს აგონებს, როდესაც ქართული დროშა სხვა ქვეყნის დროშამ ქართველისვე ხელით ჩაანაცვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100