ნანუკა ჟორჟოლიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნება მოუნდა
პოპულარული ტელეშოუს ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. თუმცა როგორც ჩანს ამ სურვილის ასრულებას არ აპირებს.
„ვუყურებ რუსთავი 2-ს (პირდაპირს პარლამენტიდან) და მიმძაფრდება სურვილი კორესპოდენტობის!ეხლა მიკროფონით ხელში სხდომათა დარბაზთან დიდი სიამოვნებით დავდგებოდი. ჯადო , ჯადო:) უნდა გამოვილოცო სასრაფოდ:))“-წერს ნანუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
ნანუკა ჟორჟოლიანის ამ სტატუსს კომენტარებიც მოჰყვა. გაჩნდა კითხვა „ხომ არ აპირებს ნანუკა პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას“. პასუხად ნანუკამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „არა რა პოლიტიკური თოქ -შოუ. კორესპოდენტობაა ჯადო! გადაცემა სხვა ტემპია. მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სხვა. მე ის მიყვარს.“
კომენტარი