რუსთავში 2 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში - მე-4 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა. გავრცელებული ვერსიით გოგონა თამაშის დროს ფანჯრის რაფაზე ავიდა და მწერებისაგან დამცავ ბადეს მიეყრდნო, რა დროსაც გადავარდა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი