სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციისა და ჯავშნის პროცესი - ტიკარაძე განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციისა და ჯავშნის პროცესი.

მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც მომდევნო დღეებში სარეგისტრაციო საიტები დაემატება.

„გასული დღეების განმავლობაში, გვესმოდა ბევრი საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, ვაქცინაციისთვის, რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ეს გამოწვეული იყო ერთადერთი მიზეზით - ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც, საბჭოსთან შეთანხმებულია და ჩვენი გეგმით, ვხსნით ყოველ შემდგომ, ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. გადავწყვიტეთ, რეგისტრაციისთვის დაემატოს საიტები და შემდეგი დღეების განმავლობაში, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ ისევ 14 აპრილის ფარგლებში. დღეს დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი. აქედან, 10 ათასზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ამცრელ დაწესებულებებში დაემატება ამცრელთა ჯგუფები და მათი სამუშაო საათები გაიზრდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100