"საათ-ნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს, ჩემთვის ადრე იყო იატაკზე გაშხლართული მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა" - მეგობარი 23 წლის გარდაცვლილ ექიმზე (ვიდეო)
მარნეულში ავერსის კლინიკაში გარდაცვლილი 23 წლის ექიმის, გიორგი ბუაძის მეგობარი, გიგა ფალავანდიშვილი ვიდეოს აქვეყნებს და მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„2-3 დღის 24-საათიანი მორიგეობის და ღამის თევის შემდეგ, სახლში მიმავალი ასე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით.
საათ-ნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს და მიუხედავად იმისა რო ვიცოდი გამოსავალი პესიმა იყო მაინც გაშტერებული ვუყურებდი მონიტორს და ველოდებოდი რამე საიმედო მაინც გამოჩენილიყო.
შენთვის ჯერ ხომ ადრე იყო, ძაან ადრე იყი, მთელი ცხოვრება წინ გქონდა და ჩემთვისაც ადრე იყო იატაკზე გაშხლართული ჩემი მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა.
არადა დილით როგორ გვიხაროდა ერთმანეთი რომ ვნახეთ ერთად ვიმორიგევებთო, მიუხედავად იმისა რომ არც ერთის სმენა არ იყო და შემთხვევით მოვხვდით.
ბუუბს შენ ყოველთვის დარჩები ჩემს ორმეტრიან როხროხა მეგობრად, რომელსაც სიცილის დროს ყველა კბილი უჩანდა“, – წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს მარნეულის ავერსის კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
კომენტარი