სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საია მარნეულის უბანზე არჩევნების შეჩერებასა და შედეგების გაბათილებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის #49 უბანზე გამოვლენილი დარღვევების გამო კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტასა და შედეგების გაბათილებას ითხოვს. საია მიმართავს პროკურატურასაც, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

ორგანიზაციის ცნობით, უბანზე სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ განმეორებითი მიცემის შემთხვევა. საიამ შემდეგი დარღვევები გამოავლინა:
დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის #49 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც ამ უბანზე არაა რეგისტრირებული. როგორც გაირკვა, ის რეგისტრირებულია #48 უბანზე. საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდეგ აღნიშნულმა პირმა უბანი დატოვა;

როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციას განუცხადა, აღნიშნულ უბანზე ერთმა პირმა ორჯერ მისცა ხმა. ამასთან, გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ამ სახელით და გვარით ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება;

ორგანიზაციის ცნობით, ამავე უბანზე 5 პირს, რომელთაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ. შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ მათ ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100