სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 5 პროცენტით შემცირდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-მოსწონს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კლვლევასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა.
როგორც ლუის ნავარომ განაცხადა, წინა კვლევასთან შედარებით ყველას მოწონების მაჩვენებელი დაეცა, თუმცა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის მაჩვენებლები გაიზარდა.
კვლევა ჩატარდა 13-27 მარტამდე, გამოიკითხა 3 103 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100