პეტრე მამრაძე აკაკი ბობოხიძეს რინგზე იწვევს
რადიო „ობიექტივის“ ეთერში საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, პეტრე მამრაძემ პარლამენტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „გარტყმა არა, მაგრამ ხელის კვრა იგრძნო“.:
„ბევრი ყვიროდა, შეურაცხყოფებს ისროდა, ბევრის ხმა მესმოდა, „დაჯექი და აღარ გაბედო მიკროფონთან გამოსვლა“. მათი სახეები არ დამინახავს, რადგან მთელი კონცენტრაცია ეკრანზე მქონდა მიმართული, რომ პატარა დროში სათქმელი მეთქვა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს გვერდით ხალხი დავინახე, მივიხედე და შევნიშნე, რომ ყველაზე აქტიური ბობოხიძე იყო. დარტყმა არა, მაგრამ ხელს, რომ კრავენ, ეს ვიგრძენი. ამ ინცინდენტის დროს ხელი არ გამინძრევია.
თავის დროზე კრივში ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ფიზიკურ ფორმას დღესაც ვინარჩუნებ და მიუხედავად ასაკისა (59 წლის შევსრულდი), მზად ვარ რინგზე ნებისმიერს შევხვდე, მაგრამ პარლამენტის დარბაზში, არც 1994–1995 წლებში და არასდროს არ გამისვრია ხელი და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას. ეს პარლამენტის წევრს არ ეკადრება. დღევანდელი ინცინდენტისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემას არ ვაპირებ. ამას პარლამენტის რეგლამენტი უნდა არეგულირებდეს“, - ამბობს პეტრე მამრაძე.
კომენტარი