ოქრუაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე, კერძოდ, ბანდფორმირების შექმნისა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირი უკვე კვირაზე მეტია შიმშილობს და, კორძაძის თქმით, მათ სოლიდარობის ნიშნად, ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანაგუნდელებისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი ირაკლი ოქრუაშვილს სურდა სპეციალური სტატუსის მინიჭება, იგი უნდა დალოდებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას.
ბესელია თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის ადვოკატს თავიანთ პოზიციაში ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.
კომენტარი