სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიკოსები იმ ადამიანების შემოწმებას იწყებენ, რომელთანაც ინფიცირებულ ქალბატონს ჰქონდა კონტაქტი

მარნეულში, მედიკოსები იმ ადამიანების შემოწმებას იწყებენ, რომელთანაც COVID 19-ით ინფიცირებულ ქალბატონს კონტაქტი ჰქონდა. პარალელურად, მუნიციპალიტეტების შესასვლელში მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. ისინი სპეციალური ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილნი და მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ.

ადგილობრივები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აცნობენ საკუთარ დოკუმენტებს, რის შემდეგაც ხდება მათი ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადაყვანა. მთავარი გაფრთხილება არის ის, რომ მათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ამ ვითარებაში არ მიეცემათ.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი და ჩემთან ჩამოვიდა და ახლა გვეუბნებიან, რომ შესვლა არ შეიძლება. პოლიცია არაფერს განმარტავს. ვცდი თუ შემიშვებენ თუ არადა დავრჩები ჩემს დასთან. თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის გადარჩენა თვითონ შეუძლია, არ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენო სხვა ადამიანი" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გუშინ, გვიან ღამით სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარაიამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ხოლო მისი კონტაქტების სია ვრცელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100