სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ლუკაშენკო ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას გეგმავს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვასა და იმპორტზე სრულ უარის თქმას აპირებს.

"თუ კატასტროფა იქნება, ჩვენ საზღვრებს ჩავკეტავთ და იმპორტზე უარს ვიტყვით. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური კატასტროფა ბელორუსიამდე არ მოვა, უახლოეს რამდენიმე თვეში კი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი სტაბილური გახდება. ჩვენ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მოდელისგან უკან არ დავიხევთ. ჩვენი გზით მივდივართ და ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბელორუსიის ხელისუფლება სავალუტო კრიზისს ებრძვის, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც მოსახლეობამ ეროვნული ვალუტის დევალვაციის შიშით დოლარისა და ევროს ყიდვა შეწყვიტა.

შედეგად ქვეყანაში იმპორტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100