სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგლების თავდასხმა ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა.

როგორც ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მგლები, სოფელს გასულ წლებშიც ესხმოდნენ თავს, მაგრამ ახლა უკვე საგანგაშო მდგომარეობაა, ხროვაში იყო 4 მგელი და მისი ლეკვები.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 ძროხა დაგლიჯა, დღეს ორი კვიცი, ერთი კვიცი ორი დღეა დაკარგულია, ალბათ, ისიც დაჭამა ცხოველმა", _ აცხადებენ ადგილობრივები და ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.
"ჩვენ არ გვაქვს მოკვლის უფლება, დასჯადიაო გვეუბნებიან, არც იარაღი გვაქვს, რომ გვქონდეს და რომც მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს დახმარებას, სანამ საშინელება მოხდება და ადამიანს არ დაესხმება თავს", _ განუცხადეს "ინტერრესნიუსს" სოფელ მერიაში მაცხოვრებლებმა.
სოფელ მერიის რწმუნებული აცხადებეს, რომ მან უკვე აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ წერილობითი განცხადებით მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100