ფოლკგარდენში კინოტერმინების ლექსიკონის და FILM PRINT მე-16 ნომრის პრეზეტაცია გაიმართა
3 ივლისს , 19:00 საათზე, ფოლკგარდენში კინოტერმინების ლექსიკონისა და FILM PRINT მე-16 ნომრის პრეზეტაცია გაიმართა. კინოტერმინების ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბეჭდვითი ვერსია კინოორგანიზაცია „ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოსცა. ლექსიკონის ავტორებმა და მთავარმა რედაქტორებმა გიორგი ხარებავამ და ნოშრევან ჩხაიძემ კინოტერმინების ლექსიკონი საზოგადოებას ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან, ნანა ჯანელიძესთან ერთად წარუდგინეს. ინდუსტრიაში გავრცელებული კინო და მედიატერმინების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ქართული კინოტერმინების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას. ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გაეცნოს ტერმინებს და მონაწილეობა მიიღოს ქართული შესატყვისების დახვეწაში ინტერნეტ მისამართზეglossary.ac.ge. გამოცემა გამოჩენილი კინოოპერატორის, გიორგი ბერიძის ხსოვნას მიეძღვნა.რაც შეეხება FILM PRINT მე-16 ნომერს, მასში აქცენტი სოციალურ კინოსა და კინოგანათლების განვითარებაზე გაკეთდა. ჟურნალში მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები და გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე. ასევე წაიკითხავთ საინტერესო წერილებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კულტურის პოლიტიკაზე, კინოგანათლებაზე... იხილავთ ინტერვიუებს მიშა გომიაშვილთან, გელა კანდელაკთან, მარიამ ხაჭვანთან, და ა.შ.ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. ამჯერად Film Print-ის ზაფხულის ნომრის რედაქტორები კინომცოდნეები - მანანა ლეკბორაშვილი და მაია ლევანიძე არიან.ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგი-ლებში.
კომენტარი