სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობის შედეგად უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა სამამდე გაიზარდა. მაშველებმა სამ ოლქში 389 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

ივანო-ფრანკოვის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ფედოროვმა განაცხადა, რომ ივანო-ფრანკოვის ვერხოვინის რაიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 19 სოფელი.

რამდენიმე რაიონში ჩამოწვა მეწყერი, დაზიანებულია გზები და დამბები. შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 1412 ადამიანი 333 ერთეული ტექნიკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100