"ბატონო პრეზიდენტო, ჩემ შეყვარებულს არ შეეხოთ" - ხმის მიცემისას ჩიკაგოელმა მამაკაცმა ობამაზე იეჭვიანა
"ჩემ შეყვარებულს არ შეეხო" - ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხმის მიცემის დროს ჩიკაგოელმა მამაკაცმა მიაძახა. საქმე იმაშია, რომ ობამა და მამაკაცის შეყვარებული ხმის მიცემისას გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. მამაკაცის ეჭვიანობამ და ფრაზამ ობამა ძალიან გაახალისა და ქალთან დიალოგი წამოიწყო. "მოდი ახლა გაკოცებ და საეჭვიანო მას ნამდვილად ექმენა" - აღნიშნა პრეზიდენტმა. ამბის შემდეგ წყვილით მედია დაინტერესდა. ისინი "CNN"-ზეც კი მიიწვიეს.
'ტ
კომენტარი