სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავითაია: რამდენიმე თვის წინ ქვეყნის განვითარება შეჩერდა

„ჩვენ ისევ ავაშენებთ საქართველოს“ - ეს ნაციონალური მოძრაობის წევრ პაპუნა დავითაიას მთავარი გზავნილი გახლდათ, დღეს რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.

პაპუნა დავითაია: ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია შენება, ჩვენ ავაშენეთ ბათუმი, მესტია, თბილისი, თელავი და სხვა ქალაქები. ჩვენ ვავითარებდით ჩვენ ქვეყანას, ბევრი მეზობელი შემოგვნატროდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი შეჩერდა. თქვენ ხედავთ, რომ თითქოს ქვეყანამ დაიძინა და ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ქართველებს მართლაც არ შეგვიძლია შენება.

მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია შენება, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენ ქვეყანას და საქართველო გაბრწყინდება, საქართველო აუცილებლად მივა ევროპამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100