უორენ ბაფეტი 63 ამერიკულ გამოცემას შეიძენს
ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტრომა უორენ ბაფეტმა სამხრეთ ამერიკის შტატების 63 გამოცემის შეძენა გადაწყვიტა. აქტივების მიმდინარე მფოლობელი, Media General, სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშწორებით 140 მილიონ დოლარს, კრედიტის სახით კი 450 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway–მ ყოველდღიური გაზეთი World Herald Company შეიძინა. მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს აღნიშნული შენაძენი, სულ რაღაც, 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ბოლო დროს უორენ ბაფეტი ბეჭდვით გამოცემებზე ფულს არ იშურებს. ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ თითოეული გაზეთის მთავარი მიზანია – მოიფიქროს, როგორ აიძულოს ხალხს გაზეთის ყოველი მომდევნო ნომრის ყიდვა.
შეძლო თუ არა კომპანია Media General ამ დავალების შესრულება, უორენ ბაფეტმა არ დააზუსტა. მან მხოლოდ განცხადა, რომ რეგიონალურ ბეჭდვით მედიას ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს კონკრეტულ ქალაქებზე, ამიტომ მომავალიც დიდი აქვთ.
უორენ ბაფეტი 1930 წლის 30 აგვისტოს, ომაჰაში დაიბადა. მამა, ჰოვარდ ბაფეტი, ბირჟის მაკლერი და რესპუბლიკელი კონგრესმენი იყო.ახალგაზრდა უორენმა პირველი გარიგება 6 წლის ასაკში განახორციელა. პაპამისის მაღაზიაში ჯიბის ფულით „კოკა–კოლა“ 25 ცენტად იყიდა და ოჯახის წევრებს 50 ცენტად მიჰყიდა. 11 წლის ასაკიდან კი მამამისის საქმიანობით დაინტერესდა.
13 წლის ასაკში უორენი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ დაატარებდა და ამით თვეში 175 დოლარის გამომუშავებას ახერხებდა. სწორედ ამ პერიოდში მან ძალიან გააოცა ნათესავები, როდესაც განაცხადა, რომ თავისი ქალაქის ყველაზე მაღალი შენობიდან გადმოხტება, თუ 30 წლის ასაკში მილიონერი ვერ გახდება. თუმცა, პირობა არ შეუსრულებია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მილიონი მხოლოდ 31 წლის ასაკში იშოვა.
კომენტარი