სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიშველი ფოტოსესია ქუთაისის თეთრ ხიდთან და გაოცებული ქუთათურები (ვიდეო)

ზუსტად ერთი კვირის წინ გაოგნებული ქუთათურები თეთრ ხიდზე იდგნენ, რიონს ჩასცქეროდნენ და თვალებს იფშვნეტდნენ: შიშველი ქალი როგორ არ ჰყავდათ ნანახი, მაგრამ დღისით-მზისით და თანაც, თეთრი ხიდის ქვეშ - ნამეტნავად გასაკვირი ამბავი გახლდათ...

არადა, თვალი ნამდვილად არ ატყუებდათ: თეთრ ლოდებზე დედიშობილა ქალი ხან წამოწვებოდა, ხან წამოჯდებოდა, მამაკაცი კი ფოტოაპარატით ხელში ხან აქედან უვლიდა, ხან იქედან და სურათებს უღებდა. რა თქმა უნდა, ქუთათურებმა ისიც კარგად შეამჩნიეს, რომ ფოტოგტაფი ჩაცმული იყო და იმასაც მიხვდნენ, რომ ფოტოსესია ტარდებოდა.

შიშველი ქუთაისური ფოტოსესიის გმირები ქუთაისელი ფოტოგტაფი რობერტო ქველინი და მისი მეგობარი გოგონა - სოფია შედრიგინა იყვნენ. მათ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში „მე და ჩემი ქალაქი“ მონაწილეობა გადაწყვიტეს. უფრო სწორად, ფოტოებს კონკურსისთვის რობერტო ქველინიმ გაგზავნა, სოფია შედრიგინა კი მისი მუზა აღმოჩნდა, რომელმაც „მკაცრი“ ქუთაისის წინაშე გაშიშვლებაზე უარი არ თქვა...

ფოტოსესია ჩატარდა, ფოტოებიც, ფოტოგრაფის აზრით, ნორმალური გამოვიდა, ახლა კი ჯერი ჟიურიზეა. შიშველი ფოტოსესია თეთრ ხიდთან რობერტო ქველინის იდეა იყო. ტელეკომპანია „იმედმა“ ამ ფაქტზე სიუჟეტიც მოამზადა:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100