სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მურთაზ გულედანის თქმით, ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა

უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც მესტიაში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უშედეგოდ ეძებენ. მშობლები მისი პოვნის იმედს ამ დრომდე არ კარგავენ.

მესტიის მერიის წარმომადგენელი მომხრის ორ ვერსიას ასახელსბს. მურთაზ გულედანის თქმით, ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა და რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდა.

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს“ – აცხადებს მურთაზ გულედანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100