სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ამოვიცნოთ უღირსი მამაკაცი პირველივე პაემნიდან?

ქალის ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტი, როცა თავისი ოცნების მამაკაცი მოულოდნელად ტრანსფორმირდება და ძალიან უარყოფით თვისებებს ამჟღავნებს.

როგორც წესი, ამას მოსდევს ხოლმე მეგობრებთან გულახდილი საუბარი, რომ თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად იყო, შემდეგ კი ურთიერთობა აგეწეწათ, მიდიოდით უამრავც დათმობაზე, მაგრამ ყოველ მომდევნო ჯერზე გული კიდევ უფრო მეტად გტკიოდათ. ყველაფერი კი საბოლოოდ დაშორებით მთავრდება.

იმისათვის, რომ ამგვარი წარუმატებელი ურთიერთობებისგან თავი დაიცვათ, გთავაზობთ მარტივ ხერხებს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ უღირსი მამაკაცი პირველივე პაემანზე.

შეხვედრაზე ძალიან დიდი ხნით აგვიანებს - ის 10 წუთით ან ნახევარი საათით კი არ აგვიანებს, იმიტომ, რომ საცობში მოუწია ლოდინი ან სამსახურში შეყოვნდა, არამედ მთელი საათით დააგვიანა ისე, რომ ამის შესახებ არც გაგაფრთხილათ. საყვედურის მიღების შემდეგ კი უკვირს თქვენი დამოკიდებულება და აქეთ გადანაშაულებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს.


ახასიათებს უტაქტო კითხვები - ისეთები, როგორიცაა: რამდენი გაქვს ხელფასი? შენს მშობლებს რამდენი აქვთ შემოსავალი? მკერდის ზომა რამდენი გაქვს? რამდენი შეყვარებული გყავდა? - როდესაც ამ კითხვებს გაძლევთ მამაკაცი, რომელთანაც ჯერ ურთიერთობა კარგად არ დაგიწყიათ, ეს მის უზრდელობაზე მიუთითებს.


ეტიკეტი და მანერები - როდესაც პაემანზე ხართ, ერთად შედიხართ კაფეში, ის კარს გიღებთ, გეხმარებათ ქურთუკის გახდაში, გიწევთ სკამს, რათა კარგად მოთავსდეთ, შემდეგ გაცილებთ სახლამდე - ეს ელემენტარული ის დადებითი მანერებია, რომელიც მამაკაცს თან დაჰყვება. თუ თქვენს რჩეულს ის არ გააჩნია, მაშინ მისგან პატივისცემას ნუ მოელით.


სიძუნწე - რა თქმა უნდა, ქალსაც შეუძლია თავად გადაიხადოს იმ ყავის ფული, რომელიც შეუკვეთა, თუმცა მამაკაცმა ეს არ უნდა დაუშვას. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მთლიანად მას გადაახდევინოს თანხა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეულ რესტორნებს არ აქვთ ბანკის გადასახდელი ტერმინალი და ბიჭი მიმართავს გოგოს - მე ფული მხოლოდ ბარათზე მაქვს, გადაიხადე და მერე მოგცემ. კიდევ უფრო უარესიც ხდება - საფულეს ვერ ვპოულობ, ალბათ სახლში დამრჩა.


მას მხოლოდ სექსის მოლოდინი აქვს - თუ მასთან ინტიმურ კავშირზე უარს იტყვით და ის აღშფოთდება, გეუბნებათ, რომ სექსის გარეშე საერთოდ არ უნდა ურთიერთობა და ა.შ. მაშინ ის თქვენ საერთოდ არ გაფასებთ და დროებითი გასართობი ხართ მის ცხოვრებაში.


წარუმატებელი რომანები - თუ ის თქვენ თავისი ყოფილი გოგოების შესახებ გიყვებათ და მათზე ირონიულად საუბრობს, დასცინის ან შეურაცხყოფას აყენებს, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მომდევნო არ იქნებით, რომლის შესახებაც სხვა გოგოსთან იგივე ირონიით ისაუბრებს.


თუ ცოლიანია - ამ შემთხვევაში აუცილებლად გეტყვით, რომ მას თავისი მეუღლე არ უყვარს, მხოლოდ ბავშვის გამო არიან ერთად და სინამდვილეში თქვენს მიმართ გაუჩნდა გრძნობები. ეს ერთ-ერთი ხერხია, რათა ურთიერთობაზე დაგითანხმოთ. თან, აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის პოტენციური მოღალატეა და არ გაქვთ იმის გარანტია, რომ თქვენ გიერთგულებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100