რუსმა ბლოგერმა მიტოვებული რუსული ავიაბაზა აღმოაჩინა
„პირველად ამ ადგილის არსებობის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე,“ - წერს რუსი ბლოგერი. – „მაგრამ ზუსტი კოორდინატები არ მიუთითებიათ და გადავწყვიტე, თვითონ მომეძებნა. დიდი წვალების შემდეგ ვიპოვე კიდეც.
დილის სამ საათზე ადგილზე მისულმა ჯიბის ფანრით კარგა ხანს ვირბინე, რადგან ცენტრალური შესასვლელიდან ასე უპრაგონოდ შესვლა არ მინდოდა. საბოლოო ჯამში, წარმოგიდგენთ ფოტოებს ДОСААФ-ის მფრინავთა მომზადების ყოფილი ბაზიდან, სადაც ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.“
ამ დროისთვის გაუქმებული ავიაბაზის გაუქმებულ აეროდრომზე, ბლოგერის თქმით, ხელუხლებლად დგანან სასწავლო რეაქტიული თვითმფრინავები Л-29, Ан-2, АН-24 და ვერტმფრენები Ми-2 и Ми-8.
„ასაფრენი ზოლის სიგრძე 2,8 კმ-ს შეადგენს. თითოეულ თვითმფრინავს საკუთარი ჟურნალი აქვს. უკანასკნელად ამ აპარატებმა ცა 1994 წელს დასერეს. ზოგიერთი მათგანი ცხვირმონგრეულია და თანაც იმდენად, რომ იფიქრებ, ქერა ლამაზმანმა ხომ არ დააყენა ანგართან“, - კარგ ხასიათზეა ბლოგერი.
მისი თქმით, ყოფილ, მიგდებულ ბაზაზე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი ასამდე ჩეხოსლოვაკიური, სასწავლო-საწვრთნელი L-29 დგას.
კომენტარი