პირდაპირი პოლიტიკური რეპრესიების მცდელობა - თარგამაძე ტვ პირველზე
პირდაპირი პოლიტიკური რეპრესიების მცდელობა - ასე აფასებს ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე ტვ პირველთან დაკავშირებით, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება უკვე ვა ბანკზე მიდის და დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოებამდე მიაღწევს ინფორმაცია, გააკონტროლოს კრიტიკული მედია და მიიღოს მისგან სასურველი ინფორმაცია. მათივე თქმით, მედიას წყაროს გაუთქმელობისგან კანონი იცავს და არავინს შეუძლია აიძულოს ჟურნალისტები გათქვან ეს წყარო.
ხელები შორს დამოუკიდებელი მედიისგან - ასეთია ოპოზიციის მათი პოზიცია. ქართულ ოცნებაში კი ყურადღებას ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის აუცილებლობაზე ამახვილებენ და კატეგორიულად გამორიცხავენ "ყოველგვარ შეჭრას".
ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი კითხვაზე, როგორი რეაქცია ექნებოდა მისი ომბუდსმენობის დროს, ასეთ შემთხვევაზე, ამბობს, რომ სახალხო დამცველი "კანონის უზენაესობის ქურუმია და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე უნდა იდგეს". კანონი კი ჟურნალისტს წყაროს გაუთქმელობისგან იცავს.
კომენტარი