სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკანში მოკლული გიგა ფარტენაძის ძმა კობა ფარტენაძე: მეოთხე წელია საქმე სააპელაციო სასამართლოშია, პროკურორი ჩამოდის და გარიგებას მთავაზობს მკვლელებთან

2014 წელს სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში მოკლული გიგა ფარტენაძის ძმა სააპელაციო სასამართლოს სთხოვს მისი ძმის საქმე გამოიძიოს. კობა ფარტენაძე ამბობს, რომ საქმე უკვე 4 წელია სააპელაციო სასამართლოშია, თუმცა ამ დრომდე არ გამოძიებულა.

აი რა განაცხადა მოკლულის ძმამ დრონი.ჯი-სთან:

თურმე უნდა მეზეიმა... 2013 წლამდე, სანამ ყველაფერი გამუქდებოდა... გიგა ფარტენაძე უპრობლემოდ მიუსაჯეს თურქის ცემისთვის 16 წელი, ახალმა მთავრობამ კი სამუდამოდ საოცნებო დამიტოვა სისხლი და ხორცი, თავიანთი გაუფრთხილებლობით, უმეცრებით, ცინიზმით...

2014 წლის მარტი - სასჯელარღსრულების დეპარტამენტის მინისტრ დიმიტრი დარბაისელ უპრობლემოდ გადაყავს ჩემს ძმასთან საკანში რუსთავიდან ფსიქიურად აშლილი, მრავალი მკვლელობის ჩამდენი, სამარტოო საკანში გადაკეტილი სამი არაადამიანი. სასჯელაღსრულების სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჯაბა მაღლაკელიძე კი არამარტო არ სწავლობს პატიმრებს შორის შეუთავსებლობას, არამედ სიხარულით გადაყავს სამი გაუწონასწორებელი პიროვნება ძმასთან საკანში, რომელსაც ემატება ჩემი ძმის ლაჩარი მეგობარი, რომელიც უყურებდა მძინარე ძმას როგორ უპირებდნენ სიკვდილს და ძარღვიც არ შეუტოკტა... პროკურატურამ ეს ერთადერთი მოწმეც არ დაკითხა! ვერაფერი გაიგო ვერც ბადრაგმა, ვერც პატიმრებმა...

შემდეგ? შემდეგ სამივე მკვლელს მინიმალური სასჯელი მიუსაჯეს, მეოთხე წელია საქმე სააპელაციო სასამართლოშია, პროკურორი ჩამოდის და გარიგებას მთავაზო მკვლელებთან ,,სიმართლის თქმის მოტივით" ხომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მკვლელებს სასჯელი შემცირებოდათ!

ის, რომ წყნარად ვარ, ის რომ იმედს არ ვკარგავ, არ ნიშნავს იმას, რომ მე დავივიწყე უსასტიკესი ტრაგედია... ცხოვრება, რომ ძლივს გავაგრძელე... არა, ვერ შემდგარო ხელისუფლებავ! ჩემს უბედურებასთან ერთად მსოფლიო გაიგებს თქვენს ცინიზმს, თქვენს არაპროფესიონალიზმს, თქვენს უმეცრებას...

გული მიჩერდება... რა სახელმწიფოა, რა ხელისუფლება, რა ქვეყანა, რა უსამართლობა...

ვითხოვ საქმის დროულად გამოძიებას!“- ამბობს კობა ფარტენაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100