სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაციის შედეგად ერთი ადამიანი დააკავეს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და ტერორისტული ორგანიზაციის წევრია

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დააკავეს. მიმდინარეობს აღნიშნული პირების იდენტიფიკაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება.

"წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა", - განაცხადეს უწყებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100