სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებამ თითოეულ ჩვენგანს ჩამოაცვა თავზე შავი ტომარა - სტუმრებისა და წამყვანის პროტესტი "არჩევანის" სტუდიაში

ხელისუფლებამ თითოეულ ჩვენგან ჩამოაცვა თავზე შავი ტომარა,“ - ჟურნალისტები და მედიამკვლევარები გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების ფაქტს აპროტესტებენ.

გადაცემის სტუდიაში სტუმრები თავზე შავი ტომრებით ისხდნენ.

„მე ვუცხადებ სოლიდარობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში თავშესაფარს ეძებს და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ არ ჩამოვარდეს არცერთი ღერი თმა მათი თავიდან იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს დაუჯდება ძალიან ძვირი. ეს არის ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობა დიდი ხანი ითმენს ხელისუფლების ცრუპენტელობას, მატყუარობას, ცინიზმს, მაგრამ ყოველთვის დგება დრო და მოთმინების ფიალა ივსება,“ - განაცხადა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100