სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩამითრია ნიკოლოზ ელიაძის ამბავმა! ბევრი ვიტირე 3 დღე!"

სოციალურ ქსელში ადამიანების დასახმარებლად ახალი Challenge-ი გავრცელდა. ამჯერად საქველმოქმედო გამოწვევა 7 თვის ნიკოლოზ ელიაძის გადასარჩენად ხდება, რომელსაც ლეიკემია აქვს.

"ექიმები გადარჩენის 100 პროცენტიან გარანტიას იძლევიან, ანუ ყველაფერი თანხებზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს თეკლა ჩხეიძე, რომელმაც Challenge წამოიწყო.

"ჩამითრია ნიკოლოზ ელიაძის ამბავმა! ბევრი ვიტირე 3 დღე! მაგრამ გუშინ გავიგე რომ ანგარიშზე 2 დღეში შეგროვდა 9000 ლარი! გავიგე, რომ ანალიზის პასუხი მოვიდა ძალიან კარგი სრულიად მოულოდნელად ! და დღეს გავიგე რომ კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს პატარა ნიკუშას, თუმცა თანხის გადარიცხვის აქტივობამ იკლო! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ გავჩერდები, მეტსაც გეტყვით უფრო წავიღებ ტვინს. არ მომბეზრდება და ვითხოვებ ყველასთან ვისთანაც შესაძლებელია რომ დამეხმარონ ფულის შეგროვებაში! მადლობა ჩემს ტკბილ მეგობრებს, რომლებიც ზუსტად იგივე პანიკა ატეხეს ჩემთან ერთად. დღეს ნიკოლოზი ჩემი შვილია! და გთხოვთ ჩემს სტატუსებს გადახედოთ, გააზიაროთ ეს სტატუსები, გამოიწვიოთ 3 მეგობარი და არ გააჩეროთ ეს ჯაჭვი რომელიც თეკლა ჩხეიძემ დაიწყო!", - წერს მომღერალი სოფო ტოროშელიძე.


თუ გსურთ ქველმოქმედებაში ჩართვა, უნდა ჩარიცხოთ ნიკოლოზის ოჯახის ანგარიშზე მინიმუმ 1 ლარი, გამოაქვეყნოთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე ე.წ "სქრინი" და გამოიწვიოთ 3 მეგობარი.

ნიკოლოზის ოჯახის ანგარიშის ნომერია: GE85BG0000000577989300; მიმღები: სალომე შავიშვილი; ბანკი: სს "საქართველოს ბანკი";
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩასარიცხად გამოიყენეთ პირადი ნომერი:61550007079
ხოლო უცხოეთიდან ჩასარიცხად გამოიყენეთ ლინკი: https://www.gofundme.com/please-help-baby-nick-to-survive

ამ დროისთვის შეგროვებულია 9 000 ლარი. ჩაერთე შენც!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100