სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა 17 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ "ეს" ფარულად გააკეთეს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე 17 წელია, რაც ქორწინებაში იმყოფებიან და კვლავაც ბედნიერად აგრძელებენ თანაცხოვრებას . როგორც Evening Standard იუწყება, მათ ფაქტობრივად 17 წლის წინ ერთმანეთისთვის დადებული საქორწინო აღთქმის განახლება გადაწყვიტეს.

დევიდმა ამის შესახებ ბი-ბი-სის რადიო გადაცემა „Desert Island Discs -ის მიმდინარეობისას განუცხადა. „ჩვენ განვაახლეთ 17 წლის წინ ერთმანეთისთვის დადებული საქორწინო აღთქმა, და ამჯერად ამ ყველაფრის გაკეთება არაოფიციალურ გარემოში გადავწყვიტეთ. „ მხოლოდ 6 კაცი იმყოფებოდა ჩვენს სახლში“- ამბობს დევიდი.

რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, მან აგრეთვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო თავდაპირველად მათი ურთიერთობა , როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს დევიდის მანქანაში, რადგან „Spice Girls“- ის მენეჯერი ვიქტორიას გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ სწორი აღზრდის დახმარებით მათ მაინც შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და წარმატების მიღწევა.

„ჩვენ საკმაოდ მკაცრი მშობლები გვყავდა , მაგრამ მათ სწორი ღირებულებებით აღგვზარდეს“- ამბობს , დევიდი. „ რა თქმა უნდა ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ , რადგან ქორწინება საკმაოდ რთულია, ის რაღაცით ერთად მუშაობასაც წააგავს’

და თუ თქვენ გჭირდებათ იმის შეხსენება თუ როგორ შეიცვალა პირველი შეხვედიდან დრო , გთავაზობთ ფოტოებს მათი ქორწილიდან :

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100