სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 წლის გოგონამ Google-ში რეზიუმე გაგზავნა და ის სამუშაოდ მიიწვიეს

თქვენ თავად გახსოვთ, რა ასაკში გქონდათ გადაწყვეტილი, თუ რომელ პროფესიას აირჩევდით? კითხვას „ვინ გინდა გამოხვიდე“ ხშირად უსვამენ პატარებს უფროსები, მაგრამ ხშირად პასუხები არასერიოზულია, უფრო ხშირად კი მოზარდობისას ხშირად ეცვლებათ გეგმები პროფესიასთან დაკავშირებით.

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც 7 წლის ბრიტანელმა ქლოიამ ზუსტად იცის, რა სურს და სად იმუშავებს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქლოიამ სულ ცოტა ხნის წინ Google-სთვის შეადგინა რეზიუმე და გაგზავნა სამსახურის მიღების იმედით. ეს იდეა კი მას შემდეგ დაებადა, რაც მამიკოსთან ერთად განიხილავდა თემას „ყველაზე იდეალური სამსახური“. გოგონას მამამ Google-ის კალიფორნიის ოფისი ანახა ფოტოებში და უთხრა, რომ ნებისმიერი ადმიანისთვის ყველაზე სასურველი იქნებოდა აქ მუშაობა. ქლოია დაფიქრდა და მიხვდა, რომ Google-ის თანამშრომლობა სურდა. შეადგინა რეზიუმე-წერილი, სადაც წერდა:

„ძვირფასო Google-ის უფროსო, მე მინდა Google-ში მუშაობა, როცა გავიზრდები. ასევე მსურს შოკოლადის ქარხნის თანამშრომელი ვიყო და ოლიმპიურ თამაშებზე მოცურავეს რანგში მივიღო მონაწილეობა. ჩემმა მამიკომ მითხრა, რომ Google-ის ოფისში შესაძლებელია მუშაობა და გართობა ერთდროულად.

ასევე მიყვარს კომპიუტერი, მაქვს პლანშეტი და ვთამაშობ სხვადასხვა თამაშებს. მამიკომ ჩამომიტვირთა თამაში რობოტზე. მითხრა, რომ ასე მარტივად ვისწავლი კომპიუტერთან მუშაობას და როდესაც გავიზრდები საკუთარ კომპიუტერს მიყიდის.

ახლა 7 წლის ვარ და ჩემი მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, რომ ყოჩაღი და ნიჭიერი ვარ. მამიკომ მითხრა, რომ თუ ასე გავაგრძელე სწავლა, Google-ში ამიყვანენ სამუშაოდ. ჩემი დაიკო ჰოლიც ძალიან ჭკვიანია, თუმცა მას თოჯინებით თამაში უფრო აინტერესებს. ის ახლა 5 წლისაა.

მამიკომ მითხრა, რომ მე შემეძლო რეზიუმე გამომეგზავნა თქვენთვის. მე ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი, მან კი მითხრა, რომ უბრალოდ წერილიც საკმარისი იქნებოდა. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ ეს წერილი. ქლოია ბრიჯუოტერი, 7 წლის“.

პატარა გოგონამ არ იცოდა, როგორ გაეგზავნა წერილი ადრესატამდე და ამაშიც მამა, ენდი ბრიჯუოტერი დაეხმარა. Google-დან პასუხმაც არ დააყოვნა. ქლოიას თავად კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ მიწერა:

„ძვირფასო ქლოია, მადლობა წერილისთვის, მიხარია, რომ შენ კომპიუტერები და რობოტები გაინტერესებს. იმედი მაქვს, რომ გააგრძელებ ტექნოლოგიებთან მუშაობას და თუ ასე მოხდება, სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ ველოდებით შენს რეზიუმეს ჩვენს კომპანიაში J ყველაფერს კარგს გისურვებ. Google-ის გენერალური დირექტორი ლუნდა პიჩაი“.

ქლოიას მშობლები სუნდარის მადლიერები არიან და აცხადებენ, რომ გოგონას კიდევ უფრო მეტი სტიმული და მიზანი მიეცა საკუთარი კარიერისთვის და ახლა უფრო მეტად მონდომებულია, რადგან საოცნებო სამსახურში მუშაობაზე ფიქრობს გამუდმებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100