სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვასო გულეური სტუმრად „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებთან

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები.

რამოდენიმე ხნის წინ, მათთან ყველასათვის საყვარელი მწერალი ვასო გულიერი იმყოფებოდა. მან ბავშვებს თავისი ახალი ლექსები წაუკითხა და ხელმოწერილი წიგნებიც აჩუქა.

ბავშვები ვასოს, სკოლის ამბებსა და სპორტში მიღწეული წარმატებების შესახებ უყვებოდნენ. უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და მისთვის შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები. დამშვიდობებისას ვასო ძალიან ბედნიერი იყო ბავშვებთან ურთიერთობით და შეპირდა, რომ კიდევ ესტუმრებოდა მათ.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს დაფუძნდა. ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 700 ადამიანს, რომელთა შორის 90 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: www.fsp.ge

ფეისბუკის გვერდი: www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100