სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ცნობილი ქართველები გაიხდიან ახალ ეროტიკულ ფილმში?

სკანდალური და ექსტრავაგანტული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი საზოგადოებამ შესაძლოა ეროტიკულ ფილმში იხილოს. ვინ იქნება ფილმის რეჟისორი, სად დაიგეგმება გადაღებები ამ და სხვა დეტალებზე მარკუს მეტრეველი დრონი.ჯის გაესაუბრა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეროტიკული, (მსუბუქი პორნო) ფილმის მთავარ გმირად მოევლინო საზოგადოებას. შესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

ეს ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, მართლაც მაქვს შემოთავაზება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, 8 მარტს დაგეგმილია შეხვედრა და შესაძლოა ქართველმა მაყურებელმა მალე ეროტიკული ჟანრის ფილმში მიხილოს.

ვინ იქნება ფილმის რეჟისორი?

ეს არის თურქეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი მაკა სახანი, ასევე იქნება მეორე საქართველოში მოღვაწე ქართველი რეჟისორიც. ამჟამად მხოლოდ ის ვიცი, რომ ფილმი სიყვარულზე იქნება და იქნება ეროტიკა. საბოლოო სახეზე კი ალბათ ორივე რეჟსორი თავად შეთანხმდება.

მარკუს მეტრეველის გარდა რომელ ცნობილ სახეებს იხილავს მაყურებელი ამ ფილმში?

მე გადმომიგზავნეს 4 ქართველი მსახიობის ფოტო, თუმცა ამას მე არ ვწყვეტ, თავად რეჟისორმა უნდა გადაწყვიტოს ვის ათამაშებს, შემიძლია გითხრათ, რომ ქალის მთავარ როლზე ამჟამად სკანდალური ქართველი სახე განიხილება, თუმცა დაზუსტებული არ არის და წინასწარ ვერ ვიტყვი, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი

რაც შეეხება ენას, რა ენაზე იხილავს საზოგადოება ფილმს?

ფილმი იქნება ქართულენოვანი, თუმცა გადაღებები დაგეგმილია თურქეთში და შესაძლოა მე თურქულის სწავლაც მომიწიოს. ანუ ეს იქნება ერთგვარი სინთეზი ქართულ-თურქული ენისა.

რა ბაზრისთვის იქმნება ფილმი და იხილავს თუ არა მას ქართველი მაყურებელი?

ქართული ბაზრისთვის კეთდება ეს პირველ რიგში, რათქმაუნდა, ფილმი იქნება მოკლემეტრაჟიანი და გაიგზავნება კონკურსზე ევროპის რომელიღაც ქვეყანაში.

ხომ არ ფიქრობ, რომ ქართველი მაყურებლის ანტირეაქციას გამოიწვევს თვით ფილმის ჟანრი(მსუბუქი პორნო)?

არამგონია, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი ლამაზად იქნება გაკეთებული, დასაშვები დოზით, ამიტომაც იგივე ის „სექსი“ ისე დახვეწილი იქნება, რომ არ ვიცი რატომ უნდა გამოიწვიოს ანტირეაქცია. ეს ხომ არ იქნება ორგია და სადო-მაზოხისტური რაღაც, მსგავს როლზე პირველი მე ვიტყვი უარს, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს ჩემთვის იქნება მიუღებელი. მოკლედ ყველაფერი სულ მალე გახდება ცნობილი და იმედი მაქვს ჩემი დებიუტი კინოში წარმატებული იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100