სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზედაზენი საიუბილეო“ - ყველაზე ცივი ლუდი ყველაზე გახსნილი ურთიერთობებისთვის

ლუდსახარში „ზედაზენი“ 3 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ერთგულ მომხმარებელს, განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ახალი ლუდი. „ზედაზენი საიუბილეო“ - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი მსუბუქი საზაფხულო ლაგერია“ - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელმა კახა პაიჩაძემ.

ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია, ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% ასე, რომ მსუბუქი ლუდი „ზედაზენი საიუბილეო“ მხოლოდ დაბალი კალორიულობით გამოდის: 37კკალ/100გრ ნაცვლად ჩვეული 44კკალ/100გრ.

„ზედაზენი საიუბილეო“ შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.

სპეციალურად ახალი ლუდისთვის შეიქმნა შუშის ბოთლის დიზაინი; დღეიდან დახლებზე „ზედაზენი საიუბილეო“ შუშის ბოთლის გარდა, 1, 2 და 2,5 ლიტრიანი პეტ-შეფუთვითაც გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100