უკრაინაში ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება - სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და მას „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა. სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსულ არმიას მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ საცხოვრებელ სახლებზე იერიში არ მიაქვთ. „რუსული არმია არ ახორციელებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას, მაგრამ იღებს ყველა ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. დარტყმები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ ობიექტებზე ხორციელდება. რუსეთის ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
კომენტარი