
„m2 უძრავი ქონების” სამშენებლო კომპანია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ააშენებს
28 დეკემბერი, 2017 წელი - „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანიამ „bk counstruction” მსხვილ სამშენებლო კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად კომპანია საბურთალოს რაიონში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ააშენებს. m2-ის სამშენებლო კომპანია მშენებლობას თექვსმეტი თვის განმავლობაში განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება $ 11.6 მილიონი იქნება.
კომპანია „m2 უძრავი ქონების“ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის საცხოვრებელი კოპლექსებისა და სასტუმროების განვითარება, უძრავი ქონების მართვა და სამშენებლო საქმიანობის წარმოებაა.
კომენტარი