სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: დარჩენილია ზუსტად სამი დღე საქართველოში ქოციანობის დასრულებამდე და ჩემთვის ზღვის გადმოლახვამდე

ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში „ვარდების მოედანზე“ გამართულ აქციაზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო უახლოვდება ისტორიულ მომენტს - 3 დღეში დგება სიმართლის ჟამი.

„ზუსტად სამ დღეში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ერის დაქუცმაცება, გათიშულობით, გადაკიდებით, ჭორებით, ბრალდებებით, ერთმანეთთან ხალხის მუდმივი ქიშპობით. ზუსტად სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზებისა და უკუსვლის პოლიტიკა. სიმართლის სიცრუით გასაღების და სიცრუის სიმართლედ გამოცხადების მცდელობა და საქართველო ისევ გააგრძელებს წინსვლას. ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა. ზუსტად სამ დღეში საქართველოში გაანხლდება აღმშენებლობა და წინსვლა. ჩვენ დავიწყებთ ფეხზე ადგომას და შემდეგ სწრაფი ტემპით ავანაზღაურებთ დანაკარგს და ძალიან სწრაფად წავალთ წინ. თქვენ, ვინც არ გაიყიდეთ, ვინც არ დაშინდით, ვინც არ წახვედით კომპრომისებზე, თქვენ, ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილები, ვინც გაუძელით ყველაფერს ამას, თქვენ და ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ისევ სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს. ზუსტად სამ დღეში ყველა ჩვენგანი, ვისი აზრებიც შეიძლება წარსულში ერთმანეთს არ დამთხვეოდა, გავერთიანდებით საქართველოსა და ჩვენი ბავშვების მომავლის პერსპექტივის გარშემო. ჩემთვის დარჩენილია სამი დღე ამ ზღვის გადმოლახვამდე. ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100