სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანქციები ივანიშვილის ახლო გარემოცვას - ოლიგარქის ძმის ბიზნესპარტნიორი უკრაინამ დაასანქცირა

სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას - ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი უკრაინამ დაასანქცირა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის სპონსორად ქართული კომპანია პირველად აღიარა. სანქციების სიაში Bolero & Company-ის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია.

ამ უკანასკნელს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს, ზოგიერთი ქართული კომპანია, ავიწყდება ისტორია, აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან“, - ამბობენ კრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოში ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიუხედავად, "ბოლერო" აქტიურად ყიდის თავის პროდუქციას რუსეთში.

2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე მან რუსეთში 68 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაატარა, რითაც ქართული ჯგუფი აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სპონსორობას"- წერია განცხადებაში.

ვახტანგ კარიჭაშვილის სახელი Mona.ge-ს სიაშიც იძებნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100