სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კირკოროვი ალა პუგაჩოვას სიყვარულში ქმრის თვალწინ გამოუტყდა და აკოცა (ვიდეო)

ფილიპ კირკოროვის სოლო კონცერტზე მისული ახალდაქორწინებულები - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ფრიად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: როცა კონცერტი საბოლოოდ გახურდა, ექსტრავაგანტურობით ცნობილი კირკოროვი სცენიდან დარბაზში დაეშვა, პირველ რიგში, თავისი ქმრის გვერდით მჯდარ პრიმადონას მიუახლოვდა და მის წინაშე მუხლებზე დაეცა, ამის შემდეგ კი მხურვალედ უმღერა სიყვარულზე და ნაზად ეამბორა ხელზე.

ამ პროცედურას ალა პუგაჩოვას ქმარი - მაქსიმ გალკინი ადევნებდა თვალს და, როგორც კადრებიდან ჩანს, თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გადაიხარხარა და ფილიპ კირკოროვს ყვავილების ბუკეტი უსახსოვრა, თითქოს მიანიშნა, მათ მალე გაცლოდა. კირკოროვის კონცერტის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „НТВ“-მ გაავრცელა.

უნდა ითქვას ისიც, რომ კრემლის საკონცერტო დარბაზში ჩატარებული ფილიპ კირკოროვის სოლო-კონცერტი თითქოსდა, თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა ალა პუგაჩოვას: კირკოროვი სიყვარულზე მღეროდა, ეკრანებზე ალას გამოსახულება ჩანდა, ამ ყველაფერს კი ულამაზესი დეკორაციები ამშვენებდა, რაც ჩანჩქერებითა და, ასე განსაჯეთ, ნამდვილი წვიმით იყო გაჯერებული...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100