კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის წყაროები ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფექციის წყარო ლენჯერია, ორი უცხოეთიდან შემოტანილია, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
„5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, ერთი დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო ორი გახლავთ უცხოეთიდან შემოტანილი, საიდანაც ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.
დღეს კოვიდცენტრებში 193 პაციენტი მკურნალობს. აქედან კვლავ კრიტიკულად რჩება 7 პაციენტი, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, 17 პაციენტი არის მძიმედ მიმდინარე და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტები ნაკლებად მძიმე და მსუბუქი მიმდინარეობითაა.
კომენტარი