ამერიკელი ექსპერტი: გაყინულმა კონფლიქტებმა კავკასიაში, შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს
ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებმა კავკასიაში, შესაძლოა, ნებისმიერ წამს არეულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ APA-სთან საუბრისას, ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილემ და ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ტრანსატლანიკური ურთიერთობების ცენტრის დირექტორმა კურტ უოლკერმა განაცხადა.
"რეგიონის სახელმწიფოებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ პრობლემის მოგვარებაზე. მათ უნდა გააგრძელონ შიდა პოლიტიკური რეფორმები და გაზარდონ ეკონომიკური შესაძლებლობები. რაც უფრო წარმატებული იქნებიან თავისუფლებისა და კეთილდღეობის დონით, მით უფრო გამარტივდება კონფლიქტის მოგვარება", - განაცხადა უოლკერმა.
მისივე თქმით, არავინ ინტერესდება კონფლიქტის მოგვარებით.
"კონფლიქტის მოგვარება ეკონომიკურ საქმიანობას აფერხებს. ის ქმნის შიშს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და ქმნის "ხელსაყრელ პირობებს" დანაშაულის ჩადენისთვის, ადამიანების გატაცებისა და ნარკოვაჭრობისთვის", - განმარტა ვოლკერმა.
ამასთან, ამერიკელი ექსპერტის აზრით, უფრო გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული.
"ეს უნდა მოხდეს ხალხის ინტერესების დაცვით", - აღნიშნა ექსპერტმა.
კომენტარი