ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” საქართველოში გასტროლისთვის ემზადება
კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” საქართველოში გასტროლს გამართავს. კონცერტები 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
„ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენებსა და აქტივობებში მიუღია მონაწილეობა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.
„ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. გარდა ამისა, ჯგუფში ქართველი მოცეკვავეებიც მონაწილეობენ, ისინი დღეს ჩვენი მეგობრები არიან. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ქართველებისთვის საინტერესო იქნება,“ - ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობასა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატინ ატალაის.
„ანატოლიის ცეცხლი“ 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ „ცეკვის სულთანებს“, 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.
https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia
https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247
კომენტარი