სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“; ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“; არის დამდგმელი მხატვარი ფილმის „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნის - „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“.

გოგი ოჩიაურს 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100