რობი უილიამსმა ბოტოქსი გაიკეთა და სახის ნახევარი პარალიზებული აქვს
რობი უილიამსს ბოტოქსის ინექციის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს.
ამის შესახებ მომღერალმა თავად გააკეთა კომენტარი გამოცემა Mirror-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უჭირს გარკვეული ემოციების დროს სახის მიმიკის შეცვლა. უილიამსმა აღნიშნა ისიც, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა საკუთარი გარეგნობისთვის მეტი ყურადღება დაეთმო, იცავდა დიეტას წონაში კლების მიზნით და სურდა ჰქონოდა ახალგაზრდული იერი, სწორედ ამ მიზნით მიმართა ბოტოქსის ინექციას, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო.
კომენტარი