სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ იკვლევენ ტორნადოს?

ტორნადოს შესწავლის მიზნით ხორციელდები ექსპერიმენტები. ერთ-ერთი ექსპერიმენტი გულისხმობს სპეციალური კამერების დამონტაჟებას იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ, გაივლის ტორნადო და დეტექტორის ჩანაწერების ანალიზით დგინდება ტორნადოს მახასიათებლები. ტორნადოებზე დაკვირვება ხორციელდება რადარების საშუალებითაც. რადარები შეიძლება განთავსდეს ტორნადოებთან ახლოს და არა შიგნით ტორნადოებში.

მეორე ტიპის ექსპერიმენტი გულისხმობს ხელოვნური ტორნადოების შექმნას და მათი გავლენის შესწავლას. ხელოვნური ტორნადოები იქმნება მცირე მასშტაბებზე. შესაბამისად, ხელოვნური ტორნადოებისა და სხვა ობიექტების პარამეტრები ისე შერჩეული, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგები მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ შედეგებთან, რომლებსაც გამოიწვევდა რეალური ტორნადო.

ტორნადოების ბუნების შესასწავლად, ექსპერიმენტული სამუშაოების გარდა, მიმდინარეობს თეორიული კვლევები. საჭიროა აღიწეროს და განისაზღვროს ის პირობები, რომლებიც ხელსაყრელია ტორნადოს წარმოქმნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, ტორნადოს დინამიკის თეორიული მოდელირება. ტორნადოების პროგნოზირებისთვის საჭიროა ატმოსფეროს ფიზიკის საფუძვლიანი შესწავლა, იმ პროცესების გაანალიზება, რომელთა დაკვირვება შეიძლება ატმოსფეროში ტორნადოს წარმოქმნამდე და უკავშირდება ტორნადოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100