4 (+2) რჩევა ეფექტური რეზიუმეს დასაწერად
როდესაც სამსახურის ძებნისას თქვენს რეზიუმეს აგზავნით, ის იდეალური უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ სასურველი შედეგის მიღების მოლოდინი. ამერიკელი ექპერტები ირწმუნებიან, რომ რეზიუმეს გაკეთებისას 4 ძირითადი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოთ.
სწორი ფორმატირება - თავშეკავებული შრიფტი, სწორი დაჯგუფება და ტექსტის ზომა გვერდზე.
თავშეკავებული - თუ რათქმაუნდა მხატვრის პოზიციის დაკავება არ გსურთ, ნუ გააფორმებთ თქვენს სივს ზედმეტი ელემენტებით.
უარი თქვით შაბლონებზე - სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პოტენციურ დამქირავებლებს ძალიან აღიზიანებთ ასეთი რეზიუმე. სტატისტიკის თანახმად ეს ყველაზე ხშირი პრობლემაა, რადგან საკუთარი სივის წერისას ზოგიერთი ადამიანი ინტერნეტში ნაპოვნს ნიმუშს ოდნავადაც არ ცვლის.
„ნამიოკები“ - თქვენი რეზიუმე უნდა მოიცავდეს მინიშნებებს, იმის შესახებ, რომ თქვენ აცნობიერებთ საკუთარ მნიშვნელობას, რაც დამქირავებელს დაარწმუნებს: თქვენ არ ხართ რიგითი თანამშრომელი, რადგან საჭიროების შემთხვევაში საკუთარ სიმართლეს დაიცავთ.
გარდა ამისა თქვენი რეზიუმე, უნდა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დამქირავებელს დაარწმუნებს, იმაში, რომ თქვენ სწორედ ის ხართ ვინც სჭირდება. და ბოლოს თქვენს სივიში არ უნდა იყოს არცერთი გრამატიკული შეცდომა.
კომენტარი