„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ტრანსლაციისთვის თანხა არ გადაუხდია
კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩვენების უფლება GPB-მ უსასყიდლოდ მიიღო - ინფორმაციას „Media.Ge“ ავცელებს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ტრანსლაციისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია - აღნიშნულია მაუწყებლის მიერ
Media.Ge-სთვის გაგზავნილ ინფორმაციაში. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნისა და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ფეხბურთიდან წასვლის აღსანიშნავი მატჩი
31 მაისს გაიმართა, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდები და კალაძის მეგობრები დაუპირისპირდნენ.
მატჩის მედია
ოფიცერი მამუკა კვარაცხელია აცხადებდა, რომ მატჩის ტრანსლირებაში საზოგადოებრივ მაუწყებელს „დიდი
თანხა“ აქვს
გადახდილი, ამიტომ როგორც ინტერვიუების აღებისას, ისე კადრების გადაღებისას უპირატესობა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭა, სხვა არხებს კი მატჩის ფრაგმენტების გადაღების საშუალებაც არ მიეცათ.
Media.Ge საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ტრანსლირების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც ითხოვდა, თუმცა
ეს ინფორმაცია ვერ მიიღო.
კომენტარი