სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Time-ის ბეჭდები ყველა გემოვნებისა და შემთხვევისთვის

ბეჭდები ქალისა თუ მამაკაცისთვის ერთ-ერთი საყვარელი, ზოგჯერ კი სიმბოლური აქსესუარია. ესაა სამკაული, რომელიც თქვენს იდენტობას განსაკუთრებულად წარმოაჩენს.

ჩვენი თითები ჩვენი სხეულის ძალიან შესამჩნევი ნაწილია და ამიტომაც ადამიანები ამ აქსესუარს ოდითგანვე ხშირად იყენებდენ. უძველესი დროიდან დღემდე, ბეჭდები ბევრი სხვადასხვა რამის სიმბოლოა. ასტროლოგია, რელიგია, ნიშნობა, ქორწინება ან უბრალოდ მოდა.

ბეჭდების ტარება თქვენს ხელებს გარკვეულ ხიბლს და დელიკატურობას სძენს, რის გამოც ისინი მუდამ პოპულარული მოდის აქსესუარია. კლასიკური ბრილიანტის ბეჭდებიდან დაწყებული, უახლესი დიზაინის, ფერადი, სხვადასხვა ქვების მქონე ბეჭდებით დამთავრებული, თითოეულ მათგანს თქვენი პიროვნების შესანიშნავად წარმოჩენა შეუძლია.

თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის მქონე ბეჭდები თუ ჯერ არ იცით სად შეიძინოთ, გეტყვით, რომ Time-ში უახლესი კოლექციაა, სადაც სხვადასხვა ფორმის, ფერის, მეტალის ისეთ აქსესუარებს შეარჩევთ, რაც თქვენს ყოველდღიურობას აუცილებლად გაახალისებს.

Time-ში წარმოდგენილია ფრანგული Maison De La Bijouterie-სა და L'atelier Précieux-ის, აგრეთვე იტალიური Ti Sento-ს უმაღლესი ხარისხის ვერცხლისა და მოოქროვილი ბეჭდები, რომლებიც მოჭედილია ცირკონის თვლებით, გაფორმებულია ფირუზისფერი, ვარდისფერი, წითელი, ლურჯი და სხვა ფერადი, ლამაზი და ხალისიანი დეტალებით. შეხვდებით სადა, მარტივ და დახვეწილ მოდელებსაც, რომლებიც თქვენი თითების სინაზეს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს.

რაც შეეხება ფასებს, ამ თვალსაზირისით არჩევანი დიდია, გასაკუთრებით მაშინ, როდესაც ბეჭდები სხვადასხვა წამახალისებელი აქციებითა და ფასდაკლებებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ. Time-ში ბეჭდების ღირებულება 75 ლარიდან იწყება და 550 ლარამდე ადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევანი ყველა გემოვნების, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებლისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია.

ცნობისთვის, Ti Sento-ს ოქრომჭედლებმა პირველებმა შეიტანეს ოქროს სტანდარტები ვერცხლის სამკაულებში. ესაა კომპანია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიაპყრო ვერცხლს პატივი და ყურადღება, რომელსაც ის იმსახურებდა.

თავის მხრივ, L'atelier Précieux-ის და Maison De La Bijouterie-ის დახვეწილი ბეჭდები პარიზული სულისკვეთებითაა შექმნილი. ცვილის ყალიბის შექმნიდან, ლითონის დნობამდე და ხელოსნის ხელამდე, რომელიც მის ზედაპირს მაქსიმალური სიზუსტით აპრიალებს .. მთელი გუნდის მიერ, დიდი სიყვარულით, სწორედ თქვენთვის მზადდება ბეჭდები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენი მეგზური იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100