სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მხედრიონის“ მიერ თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტიდან ოცი წელი გავიდა (ვიდეო)

1992 წლის 3 იანვარი საქართველოს უახლეს ისტორიაში სისხლიან დღედ შევიდა. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოდიოდა კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად, რომელსაც ჯერაც უტევდნენ კრიმინალურ ბანდებად გარდაქმნილი, ერთ დროს ზვიად გამსახურდიას გარშემო ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული მისივე ყოფილი თანამოაზრეები.

საოცარი ის იყო, რომ არნახული წინააღმდეგობის, დაცხრილვის, დარბევის მიუხედავად, ხალხი არ უშინდებოდა ქუჩაში გამოსვლასა და საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მეტიც - დიდუბის მეტროს სადგურთან მიტინგის დაცხრილვის დროს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ უტევენ უიარაღო მოქალაქეები ავტომატებით შეიარაღებულ, ნიღბიან „მხედრიონელებს“ და როგორ გარბიან სროლა-სროლით ეს უკანასკნელნი.

1992 წლის 3 იანვარი იყო მშვიდობიანი მიტინგის დაცხრილვის პირველი შემთხვევა, რომელმაც არნახულ დევნასა და სისხლისღვრას დაუდო სათავე. მიტინგების დაცხრილვა შემდგომშიც პერიოდულად მეორდებოდა, 3 იანვარს კი სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ფორმირებებმა 5 ადამიანი მოკლეს და 29 დაჭრეს. მიტინგის დაცხრილვა რამდენიმე უცხოურმა არხმაც გააშუქა.

როგორც ამბობენ, ნიღაბაფარებულ ბოროტმოქმედებს შორის, რომლებიც თავიანთ თანამოძმეებს, თავიანთ სისხლსა და ხორცს ესროდნენ, იმ „ინტელიგენციის“ წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაც ამ სისხლიანი სასაკლაოდან სულ რაღაც ორ თვეში ედუარდ შევარდნაძე თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე მადლობას გადაუხდის - იარაღით ხელში „დემოკრატიის დასაცავად“ ბრძოლისთვის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100