ნაცემი ჟურნალისტების 5 ივლისი - მედიაზე ძალადობის დღე
რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ჟურნალისტები 5 ივლისს და მათზე თავდასხმას იხსენებენ. ყვებიან როგორ და რა ვითარებაში დაესხნენ თავს მოძალადეები და რა ზიანი მიაყენეს მათ.
მედიის წარმომადგენლებს 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტებიც. ასევე, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
კომენტარი